Saturday, March 20, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელი:"ჩვენ პირველი ევროპელები ვართ"
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოეწყობა დაგეგმილი ექსკურსია დმანისში და მოინახულებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. გაეცნობიან არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებულ მასალებს და მოისმენენ უძველესი ქართველი ადამიანების(პირველი ევროპელების) ზეზვასა და მზიას ცხოვრების ისტორიას.
3.პროექტის სრული აღწერა.თემის შერჩევისთანავე მოხდება მიზნის ჩამოყალიბება.კერძოდ,მოსწავლეები გამოთქვამენ ამ თემასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს.შემდგომ მოხდება მასალების შეგროვება(მშობელთა ჩართვა)მასწავლებელი მიუთითებს წყაროებს,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ინფორმაციის მოძიებაში.განისაზღვრება ამ პროექტისათვის საჭირო ბიუჯეტი.
ინფორმაციის მოძიების შემდეგ დაიგეგმება საქმიანობები ჯგუფების მიხედვით.მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით მომზადდება კითხვები ინტერვიუსათვის. ექსკურსიის მიმდინარეობის პროცესში პროექტის მონაწილე ბავშვები გააკეთებენ ჩანაწერებს მოსმენილის შესახებ, დასვამენ კითხვებს,პასუხებსჩაიწერენ დიქტოფონზე და გადაიღებენ ფოტოებს.ექსკურსიის შემდეგ გაკვეთილის პროცესში კი შეაჯერებენ შეგროვილ ინფორმაციას ჯგუფებში და პრეზენტაციის სახით მოხდება წარდგენა.ამის შემდეგ შექმნიან ალბომს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე და მასწავლებლის დახმარებით ეს მასალები განთავსდება ბლოგზე.
შეფასება:განმავითარებელი, განმსაზღვრელი(მიმდინარე,შემაჯამებელი)
4.მოსწავლეთა ასაკი:9-10წ.
5.ვადები\ხანგრძლივობა:3კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ექსკურსიის მოწყობამდე შესაბამისი მოტივაციის შექმნა,პრობლემის დასმა, მიზნის ჩამოყალიბება ,მითითებული წყაროების დახმარებით მასალის მოძიება(ინტერნეტით,სახელმძღვანელოებით), ინფორმაციის შეჯერება,დისკუსია,ალბომის შექმნაზე მუშაობა.
7.მოსალოდნელი შედეგები\,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაციის მასალები,ალბომი,ნამუშევრების გამოფენა,შთაბეჭდილებების დაფა,ნახატები,ფოტოები,ბლოგის შექმნა .
8.სარგებელი სხვებისათვის:პროექტის საშუალებით გაეცნობიან არქეოლოგიური გათხრების მასალებს,შეისწავლიან უძველესი ქართველების(პირველი ევროპელების) ყოფა-ცხოვრებას,რაც დაეხმარებათ შემდგომ სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლის დროს.კერძოდ საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ხელოვნების და.ა.შ.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ გვყავს
11. საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
ზეპირმეტყველება
IV.1მოსწავლე ადექვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარსს.
კითხვა
IV.7.ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.
წერა
IV.8.მოსწავლე თხზავს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს.
მათემატიკა
IV.11.სქემატურად გამოსახავს რეალური ვითარების შესაბამის მარშრუტს.
ბუნება
IV.12.იკვლევს ადამიანის ცხოვრების ნირს საარსებო გარემოში.
.ივითარებს კვლევის უნარ-ჩვევებს,
.აგროვებს ინფორმაციას უძველესი ადამიანების საქმიანობების,ჩაცმულობის, კვების თავისებურებების ,საცხოვრებლების შესახებ.
12.პროექტის ფასილიტატორი:მაია ხაზიური
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mako.khaziuri@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:-
15.პროექტის ვებ_გვერდი\ბლოგი:makokhaziuri.blogspot.com

No comments:

Post a Comment